logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინული ძალები ლისიჩანსკში პოზიციების გამყარებას აგრძელებენ

28 ივნ 202211:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/28/38em44pong1qg9r.jpg

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური აცხადებს​, რომ სევეროდონეცკიდან უკან დახევის შემდეგ, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას  ქალაქ ლისიჩანსკში. ისინი აგრძელებენ მტრის კონტროლის შესუსტებას რუსულ პოზიციებზე წარმატებული დარტყმების განხორციელებით.

"24-26 ივნისს უკრაინის მასშტაბით, რუსეთმა დაიწყო უჩვეულოდ ინტენსიური დარტყმები შორი მანძილის რაკეტების გამოყენებით. რაკეტების სისტემა, დიდი ალბათობით, შეიცავს საბჭოთა ეპოქის AS-4 KITCHEN და უფრო თანამედროვე AS-23a KODIAK რაკეტებს, რომლებიც როგორც ბელორუსის, ისე რუსეთის საჰაერო სივრციდან ისროლეს."- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში. 

ბრიტანეთის დაზვერვა, ასევე ამბობს, რომ რუსული ძალების მიერ გამოყენებული იარაღი შექმნილია სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეების ასაღებად. ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად რუსეთი აგრძელებს მათი დიდი რაოდენობით გამოყენებას .

"ანალოგიურად, რუსეთმა განათავსა შეიარაღებული ძალების ექვსი სხვადასხვა ელემენტი, მაგრამ მხოლოდ ​ სევეროდონეცკში ​მიაღწია ტაქტიკურ წარმატებას​. "- წერია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  


close დახურვა